GE


თელავის თეატრი ბავშვების საახალწლო განწყობაზე 3 იანვრიდან იზრუნებს

თელავში, ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 3 იანვრიდან იზრუნებს. ამის შესახებ EDUKIDS.GE-ს თეატრში უთხრეს.

თეატრის სცენა, 3 იანვრიდან 15 იანვრამდე, თოჯინების თეატრის სპექტაკლს – „ბურატინოს თავგადასავალი“ – უმასპინძლებს. წარმოდგენა 11:00 და 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 2 ლარია.

5 იანვრიდან 14 იანვრამდე კი, „საახალწლო შოკი-შოუს“ პრემიერაა დაგეგმილი. სპექტაკლი, რომლის რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძეა, 14:00 საათზე დაიწყება. პრემიერაზე დასწრება 5 ლარი ეღირება.

დედა ენის ბაღი და აღმაშენებლის გამზირი ბავშვების მასპინძლობისთვის მზადაა

როგორ მოემზადა ბათუმი ბავშვებისთვის – საახალწლო პროგრამა

ქუთაისში საბავშვო საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრამდეა გაწერილი

როგორ იზრუნეს სამეგრელოში ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის