GE


თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
აღნიშნულის მიზეზი გათბობასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზია.

როგორც EDUKIDS.GE-ს მოსწავლეების მშობლებმა განუცხადეს, ისინი წინასწარ გააფრთხილეს, რომ დღეს სასწავლო პროცესი არ გაიმართებოდა.

“გვითხრეს, რომ გათბობის მილი გასკდა და აღდგენას დრო სჭირდება, ამიტომ გაგვაფრთხილეს, სწავლის პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით„ – აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

EDUKIDS.GE სკოლის დირექტორს მიხეილ მინდაძესაც დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ტექნიკური ხარვეზი დღის განმავლობაში აღმოიფხვრება და დანაკლისის ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.
“დიდების კორპუსში გათბობის მილი გასკდა. ხვალიდან აღდგება სასწავლო პროცესი და გაცდენილ საათებს შაბათს ავანაზღაურებთ„ – განაცხადა მინდაძემ.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის