GE


„შავნაბადაში“ გაზის ძლიერი სუნის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

თბილისში, გიმნაზია „შავნაბადასთან“ ახლოს, წულაძის ქუჩაზე, გაზის მილი გასკდა. ძლიერი სუნის გამო, დირექტორმა მოსწავლეების ევაკუაცია საჭიროდ ჩათვალა. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დაახლოებით, 700-მდე ბავშვი, მშობლების მისვლამდე, სკოლიდან მოშორებით გადაიყვანეს.

ამჟამად, გაზი დაკეტილია. „შავნაბადას“ მოსწავლის მშობელმა EDUKIDS.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ გაზი გახეთქილი მილიდან, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ხმაურით, სავარაუდოდ, მაღალი წნევით, გამოდიოდა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ში აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებმა „ყაზტრანსგაზს“ გაზის გადაკეტვის აუცილებლობის შესახებ შეატყობინა. მომხდარის შედეგად არავინ არ მოწამლულა.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის