GE


რა ხდება, როცა მოზარდი ტელეფონს ერთი კვირით თმობს

შეუძლიათ თუ არა მოზარდებს მობილური ტელეფონის გარეშე იცხოვრონ? ამერიკული ტელეკომპანია NBC-ს შოუს – Today – გუნდმა ექსპერიმენტი ჩაატარა.

ვაშინგტონში, ერთერთი სკოლის (Black Hills High School) მოსწავლეებს შესთავაზეს, ერთი კვირის განმავლობაში, ტელეფონი სკოლის სეიფში დაეტოვებინათ. ამ შეთავაზებას მხოლოდ ცხრა მოსწავლე დათანხმდა.

teen-detox-segment-tease-today-161202-03_e7caab4b79c31b08e0cc28ea8c1db8f5-today-inline-largeწესების თანახმად, მათ არ უნდა გამოეყენებინათ სმარტფონები; უარი უნდა ეთქვათ თამაშებზე; ლეპტოპი – მხოლოდ გაკვეთილების მოსამზადებლად და არავითარი სოციალური ქსელი. გადაუდებელი შემთხვევებისთვის, მათ ძველი მოდელის, შეზღუდული ფუნქციების მქონე ტელეფონები გადაეცათ. საკუთარ განცდებს მოსწავლეები ვიდეოდღიურში წერდნენ.

კვირის დასაწყისში, ეს მტკივნეული იყო – „ასე შეიძლება გავგიჟდე“, „უკვე მოვიწყინე“, – ამბობდნენ მოსწავლეები. რამდენიმე დღეში, მათ საშინაო დავალებების გაკეთება დაიწყეს.

„წუხელ, წიგნის კითხვა დავიწყე“, „ახლა უფრო ხშირად ვარ ოჯახთან ერთად და ეს კარგია“, – ამბობდნენ მოსწავლეები ექსპერიმენტის ბოლო დღეებში.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის