10 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იკვლევს https://edukids.ge/ambebi/10-wlis-gogonas-gardacvalebis-mizezebs-daavadebata-kontrolis-erovnuli-centri-ikvlevs.html

10 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იკვლევს. EDUKIDS.GE-ს ცენტრში განუცხადეს, რომ ამ მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ამ დრომდე არსებული ვარაუდით, ბავშვის გარდაცვალება მენინგიტმა ან ანევრიზმამ გამოიწვია.

გოგონა თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან სასწრაფოს კატასტროფის ბრიგადამ გუშინ გადაიყვანა იაშვილის კლინიკაში, სადაც აღნიშნავენ, რომ ბავშვი კლინიკაში მიყვანის დროს, უკვე გარდაცვლილი იყო.

პაციენტის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტს უარყოფენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალშიც, სადაც ბავშვის დაავადების სიმპტომებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ სატელეფონო კომენტარს არ აკეთებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვირუსების განსაკუთრებული გააქტიურებისა და ეპიდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ.

ბავშვების ვირუსებისგან დასაცავად, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის რეკომენდაციებს EDUKIDS.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.