GE


მშობლების ურთიერთობასა და შვილების ინტელექტს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს

ძილის ეროვნული ფონდის რეკომენდაციით, სასკოლო ასაკის ბავშვს 9-10 საათი უნდა ეძინოს. სპეციალისტები მოზარდებში უძილობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ოჯახურ გარემოს ასახელებენ და მიზეზებს მშობლების ურთიერთდამოკიდებულებაში ხედავენ.
deda112
უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ მშობლების ურთიერთობასა და მათი შვილების ინტელექტს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
როგორც საოჯახო განათლების პროფესორი რაიან კელი თავის კვლევებში წერს, წყვილისა და ბავშვების ურთიერთობაზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს. მათ შორისაა: დავა ფინანსურ საკითხებზე, სმასთან დაკავშირებული პრობლემები და მენტალური მდგომარეობა – როგორიცაა: დეპრესია, გაღიზიანება… წყვილებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემები ოჯახში ქმნის ბავშვისთვის სტრესულ გარემოს.
deda113
პროფესორის აზრით, სწორედ ასეთ ბავშვებს ექმნებათ უძილობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ დღე-ღამეში მხოლოდ 6 საათი სძინავთ და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე იღვიძებენ. უძილობის გამო კი პროფესორის განმარტებით, ბავშვებს პრობლემები ექმნებათ სკოლაში, ჩამორჩებიან სწავლაში და აღენიშნებათ დეპრესიის სიმპტომები. კელი ურჩევს მშობლებს შეუქმნან შვილებს მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რათა არ დაერღვეთ ძილის რეჟიმი, რაც შესაბამისად მათს ინტელექტზეც დადებითად აისახება.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის