GE


მოსწავლეებისთვის შედგენილ კითხვებს საკუთარი ნაწარმოების შესახებ ავტორმა ვერ უპასუხა

რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებისთვის პროფესიონალურად შედგენილ კითხვებს, ეს კარგად გამოჩნდა აშშ-ში, სადაც ავტორმა საკუთარი ნაწარმოების შესახებ დასმულ კითხვებს ვერ უპასუხა.

ამის შესახებ Washington Post წერს – ტეხასის შტატში, აკადემიური მზადყოფნის შემფასებელ სტანდარტიზებულ ტესტებში გამოყენებული მასალის ავტორმა სარა ჰოლბრუკმა განმარტა, რომ კითხვები ცუდად იყო ფორმულირებული. ამასთან, ტესტებში შეტანილი კითხვები აუცილებელ სწორ პასუხს არ გულისხმობდა. სარა ჰოლბრუკს მიუღებლად მიაჩნია ის, რომ ბავშვების შეფასება დამოკიდებულია გაუგებრად შედგენილ კითხვებზე, რომლებსაც ეგრეთ წოდებული სწორი პასუხები აქვს.

ავტორმა ასევე, აღნიშნა, რომ ვერ გაიგო, თუ რატომ შეიტანეს საგამოცდო საკითხებში მისი ერთერთი ლექსი, რომელსაც თავად „ყველაზე ნევროტულს“ უწოდებს.

„როცა გავაცნობიერე, რომ არ შემიძლია ვუპასუხო კითხვებს ჩემი ორი ლექსის შესახებ, პანიკა მქონდა – საკმარისად ჭკვიანი არ ვარ, გონებაჩლუნგი ვარ? თვალები დამებინდა, შევამოწმე, ვინმე ხომ არ მიყურებდა“, – ჰყვება პოეტი.

მან მშობლებს, მასწავლებლებს, საზოგადოებას მოუწოდა, რომ შედეგები სერიოზულად არ მიიღონ.

სარა ჰოლბრუკმა ლექსების, მათ შორის საბავშვო ლექსების რამდენიმე კრებული და მასწავლებელთა სახელმძღვანელო წიგნები გამოსცა.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის