GE


მცირე ზომის კლასებში სწავლების უკეთეს შედეგებს TIMSS-ის კვლევა არ ადასტურებს

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მცირე ზომის კლასებში სწავლების უკეთესი შედეგებია, TIMSS-ის კვლევა არ დასტურებს. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის (TIMSS) 2015 წლის შედეგები ცნობილია.

კვლევამ, რომელიც უკვე 20 წელია, ტარდება, მათემატიკის კლასის ზომის როგორც ზრდის, ისე შემცირების ტენდენცია აჩვენა. მაგალითად, კორეის რესპუბლიკაში, კლასში მოსწავლეების რაოდენობის 50-დან 31-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს, ნორვეგიაში კი ბავშვების რაოდენობა კლასში 21-დან 24-მდე გაზარდეს.

TIMSS-ი ასკვნის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ზოგადად კლასების ზომის შემცირების ფონზე არ გამოვლინდა იმის მტკიცებულება, რომ მცირე ზომის კლასებში უკეთესი შედეგებია.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) ინიციატივით, TIMSS-ის კვლევა უკვე 20 წელია ტარდება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კვლევად ითვლება. კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და იმ ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.

საქართველო მონაწილეობდა კვლევის სამ ციკლში – 2007, 2011 და 2015 წლებში. 2015 წელს TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. საქართველოში კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების შესახებ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის