GE


კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა 14 %-ს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ფულზე უთამაშია

საქართველოში მოსწავლეთა 14 %-ს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ფულზე უთამაშია, – ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) წარმოდგენილი.

გამოკითხვაში სულ 190 სკოლა მონაწილეობდა, გაანალიზდა 2477 შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.

ინტერნეტი, თამაში, აზარტული თამაში ინტერნეტით სარგებლობის დღეების საშუალო რაოდენობაა 3.8 დღე (3.9 დღე ბიჭებში და 3.7 დღე გოგონებში).

ყველაზე პოპულარული ინტერნეტ აქტივობებია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია (64%); მუსიკის, ვიდეოების, ფილმების გადმოწერა/ონლაინ ნახვა (48%) და კითხვა, გვერდების ნახვა, ინფორმაციის ძიება, ა.შ. (36%). მოსწავლეთა აზრით, ისინი ძალინ დიდ დროს უთმობენ სოციალური მედიას (58%) და ეთანხმებიან მშობლების აზრს, რომ სოციალური მედიას ძალაინ დიდ დროს უთმობენ (49%).

გამოკითხულ მოსწავლეთა უმეტესობა თამაშობს კარტით ან კამათლებით და ინტერნეტით დებს ფსონს სპორტზე ან ცხოველებზე.

მოსწავლეთა 19% თამაშობს ინტერნეტით, ხოლო 14% – ინტერნეტის გარეშე.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის