GE


გვიან გაჩენილი ბავშვები უკეთ ვითარდებიან – დემოგრაფების დასკვნა

შუა ხნის ქალების შვილები არიან უფრო ჯანმრთელები, მაღლები, და განათლებულები, ვიდრე ახალგაზრდა ქალების შვილები. ამის მიზეზი ისაა, რომ განვითარებად ქვეყნებში განათლების მიღების შესაძლებლობა იზრდება. სხვა სიტყვებით, გვიან დაბადება კარგად ფასდება. ამ დასკვნამდე დემოგრაფები მივიდნენ, რომლებმაც შვედეთში, 1,5 მილიონი ქალისა და კაცის მონაცემები გამოიკვლიეს.

უკანასკნელი კვლევების თანახმად, შუახნის ასაკის ქალის მშობიარობა ბავშვისთვის რისკისშემცველია: ეს ზრდის დაუნის სინდრომის, ასევე ალცჰეიმერის დაავადების, ჰიპერტენზიის, დიაბეტის განვითარების რისკს. მიუხედავად დაგვიანებულ მშობიარობასთან დაკავშირებული რისკებისა, ამ ბავშვებს უპირატესობები აქვთ. საკითხით მაქს პლანკის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის (MPIDR) დირექტორი მიკო მირსკილა და მისი კოლეგა კირონ ბარკლი დაინტერესდნენ.

დროთა განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში ჯანმრთელობისა და სოციალური პირობები გაუმჯობესდა. წინა კვლევები, რომლებიც რისკებზე აკეთებდა დასკვნებს, გარემოს ცვლილებებს არ ითვალისწინებდა.

რეპროდუქციული სისტემის რისკებს, კვლევის ავტორების თქმით, აბალანსებს პოზიტიური ცვლილებები. მაგალითად, 1950 წელს დაბადებულმა ქალმა შვილი 20 წლის ასაკში, 1970 წელს გააჩინა. თუ ეს ქალი შვილს 40 წლის ასაკში გააჩენდა, ბავშვი 1990 წელს დაიბადებოდა. „ეს ოცი წელი ქმნის უზარმაზარ განსხვავებას. 1990 წელს დაბადებულ ბავშვს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სწავლის, ვიდრე 20 წლით ადრე დაბადებულს“, – ამბობს მირსკილა.

ბარკლიმ და მირსკილამ 1960-დან და 1991 წლამდე დაბადებული 1,5 მილიონი შვედი ქალისა და კაცის მონაცემები გამოიკვლიეს. მათ აღმოაჩინეს, რომ შუა ხნის, თუნდაც 40 წლის ქალების მიერ გაჩენილი ბავშვები უფრო მაღლები გაიზარდნენ, ჰქონდათ უკეთესი შეფასებები სკოლაში და უფრო ხშირად, სწავლას უნივერსიტეტებში აგრძელებდნენ. იგივე შედეგი დაინახეს მკვლევრებმა, როცა ერთი დედ-მამის შვილების, დიდი ასაკობრივი სხვაობის ბავშვების განვითარების გზა შეადარეს ერთმანეთს.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის