GE


10 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო

10 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დამატებითი კვლევები გახდა საჭირო. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იკვლევენ.

ბიუროში EDUKIDS.GE-ს უთხრეს, რომ უკვე აღებულია ბიოლოგიური მასალა და მიმდინარეობს კვლევა. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის დეპარტამენტში 5 დეკემბრიდან ფიქსირდება.

ექსპერტიზამდე, გარდაცვალების მიზეზებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იკვლევდა, სადაც ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა.

გოგონა თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან სასწრაფოს კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა იაშვილის კლინიკაში, სადაც აღნიშნეს, რომ ბავშვი კლინიკაში მიყვანის დროს, უკვე გარდაცვლილი იყო. პაციენტის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტს უარყოფენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალშიც. ამ დრომდე არსებული ვარაუდით, ბავშვის გარდაცვალება მენინგიტმა ან ანევრიზმამ გამოიწვია.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის