GE


ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს ამ დედის თხოვნა – The Independent

სოციალურ ქსელში, ორი დღის წინ, დედის ემოციური წერილი გავრცელდა. წერილი უფრო გამაფრთხილებელი ისტორიაა, რომლითაც ავტორი მშობლებს მიმართავს, აცრან საკუთარი შვილები. ისტორიას ბრიტანული გამოცემა THE INDEPENDENT აქვეყნებს.

სოციალური ქსელის – Reddit – მომხმარებელი, ერთჯერადი რეგისტრაციით მინიჭებული სახელით, წერს, რომ სამი წლის წინ, გოგონა, ემილი გაუჩნდა. როცა ემილი რვა თვის იყო, წითელა დაემართა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ბავშვებმა წითელას წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი დოზა 12 თვისამ უნდა მიიღონ.

ემილის დედა წერს: „ავად იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამის მსგავსი მანამდე არაფერი მენახა. ექიმთან წავიყვანე. საავადმყოფოში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა – ტიროდა, ახველებდა, მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. თავს მთელ მსოფლიოში ყველაზე ცუდ დედად ვგრძნობდი.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა, დაემართა წითელას ენცეფალიტი, რამაც ტვინის ანთება გამოიწვია“.

ერთი კვირის შემდეგ, ემილი დაიღუპა. ამის მერე, დედამ დაადგინა, რომ მეზობელი, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგია, ემილის იმ პერიოდში უვლიდა, როცა მისი შვილი ავად იყო. ამ მეზობელმა „ფეისბუქში“ ფოტოები გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ მისი ბიჭი ავად იმ პერიოდში არ ყოფილა.

ემილის დედა წერს: „ის იყო კარგად? ჩემი შვილი გარდაიცვალა, იმიტომ, რომ ამ ქალმა არასწორი არჩევანი გააკეთა. მე ვესაუბრე და აღიარა, რომ მისი ბიჭი ავად იყო მაშინ, როცა ჩემს გოგონას უვლიდა, მაგრამ ამაზე მაშინ არც კი დაფიქრებულა.

გთხოვთ, აცერით თქვენი შვილები, რათა სხვა დედებმა, როგორც მე, არ უყურონ, როგორ უკვდებათ შვილი. თქვენი ეს არჩევანი მხოლოდ თქვენს შვილს არ ეხება. ამ გადაწყვეტილებით ყველა ბავშვს, ვისაც აცრა გარკვეული მიზეზით არ აქვს გაკეთებული, საფრთხეში აგდებთ“.

დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ მშობლების უმრავლესობა მაინც ირჩევს, რომ შვილს აცრა გაუკეთოს.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის