GE


TIMSS: ზოგიერთ ქვეყანაში, მოსწავლეებს მათემატიკის სასწავლად სულ უფრო ნაკლები დრო ეთმობათ

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევამ (TIMSS) დაასკვნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მოსწავლეებს მათემატიკის შესასწავლად სულ უფრო ნაკლები დრო ეთმობათ.

20-წლიანი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ქვეყანა დღეს მათემატიკის სწავლებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავს, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა – შედარებით ნაკლებს.

captureმაგალითად, ლიტვაში, მათემატიკას 21 წუთით ნაკლებს უთმობენ, იაპონიაში – 20 წუთით ნაკლებს. აშშ-ში კი, პირიქით, 49 წუთით მეტი ეთმობათ მოსწავლეებს მათემატიკისთვის, კანადაში – 20 წუთით მეტი.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ კარგად ართმევს თავს მათემატიკას. TIMSS-ის 20-წლიანმა ციკლმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა 17% არ ეთანხმება შემდეგ გამოთქმას: „მე, ჩეულებრივ, კარგად გამომდის მათემატიკა.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) ინიციატივით, TIMSS-ის კვლევა უკვე 20 წელია ტარდება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კვლევად ითვლება. კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და იმ ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.

საქართველო მონაწილეობდა კვლევის სამ ციკლში – 2007, 2011 და 2015 წლებში. 2015 წელს TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. საქართველოში კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების შესახებ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის