GE


სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა შეწყდება

სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციით მიიღო. უწყებაში EDUKIDS.GE-ს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე, სწავლა ხუთ სკოლაშია შეჩერებული.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება.

კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება. ასეთია ჯამში 5 სკოლა: თბილისის 74-ე საჯარო სკოლა, თელავის მე-5 საჯარო სკოლა და თიანეთის სამი სკოლა – სსიპ სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, ღულელების საჯარო სკოლა, სსიპ-ტუშურების საჯარო სკოლა“, – აღნიშნეს განათლების სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების უწყებას, ახალი რეკომენდაციით, ვირუსული დაავადებების სიხშირის მატების გამო, დღეს მიმართა.

„თუ სკოლაში ან ბაღში არდასწრება 40%–ს გადააჭარბებს, დაწესებულება 3 დღით დაიკეტება”

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის