GE


სასკოლო ასაკში აუცილებლად წასაკითხი წიგნები – რჩევები არდადეგებისთვის

სკოლის მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყებამდე ახალი მწერლების, ან უკვე ნაცნობის მწერლების ახალი ნაწარმოებების გაცნობისთვის საკმარისი დრო აქვთ.

ფილოლოგიის დოქტორი, სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი და განათლების საკითხების სპეციალისტი გია მურღულია ბავშვებს იმ წიგნების ჩამონათვალს სთავაზობს, რომელთა წაკითხვაც მათ ასაკში რეკომენდებულია და შინაარსი – გასაგები.

გია მურღულიამ EDUKIDS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ წიგნები სწორედ, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის, ამჯერად, მხოლოდ უცხოური ლიტერატურიდან შეარჩია.

„ეს ჩამონათვალი, ცხადია, მეტისმეტად არასრულია იმისთვის, რომ ვინმემ „საბოლოოდ“ მიიჩნიოს. საზოგადოდ, ასეთი ჩამონათვალი ადამიანის იმწამიერ განწყობას ასახავს (იმწამიერ მეხსიერებასაც). ამ შემთხვევაში ჩემი მთავარი კრიტერიუმი ასეთია: არსებობს სასკოლო ასაკში აუცილებლად წასაკითხი წიგნები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობით არიან განსაკუთრებული, არამედ მოსწავლეობის დროს მეტ-ნეკლებად მათი აღქმა-გააზრებაც შეიძლება.  ამ ჩამონათვალს აუცილებლად დავუმატებდი სხვადასხვა მწერლის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ  დაახლოებით 100 მოთხრობას, მათ შორის, აკუტაგავა, სელინჯერი, ჰემინგუეი, შერვუდ ანდერსონი, ბორხესი, კორტასარი, ო,ჰენრი, ჰერმან ჰესე, რეი ბრედბერი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ქეთრინ ენ პორტერი….“, – ამბობს ფილოლოგიის დოქტორი.

გთავაზობთ გია მურღულიას მიერ რეკომენდებული წიგნების ჩამონათვალს.

  1. ეკლესიასტეს წიგნი
  2. იობის წიგნი
  3. ჰომეროსი – „ოდისეა“
  4. პლუტარქე – „პარალელური ბიოგრაფიები“
  5. ათას ერთი ღამე
  6. შექსპირი – „რომეო და ჯულიეტა“
  7. ბალზაკი – „შაგრენის ტყავი“
  8. სტენდალი – „წითელი და შავი“
  9. გუსტავ ფლობერი – „ქალბატონი ბოვარი“
  10. უმბერტო ეკო – ვარდის სახელი
  11. სენტ-ეგზიუპერი – პატარა უფლისწული
  12. ილფი და პეტროვი – თორმეტი სკამი
  13. მიგელ დე უნამუნო – აბელ სანჩესი
  14. იასუნარი კავაბატა – „ათასფრთიანი წერო“
  15. კობო აბე – „ქალი ქვიშაში“
  16. ჰარუკი მურაკამი – „1Q84“
  17. ორხან ფამუკი – „მე წითელი მქვია“
  18. სალმან რუშდი – „ფლორენციელი ჯადოქარი“
  19. ვლადიმირ ნაბოკოვი – „ლოლიტა“
  20. ბორის პასტერნაკი – „ექიმი ჟივაგო“
  21. ფრანც კაფკა – „პროცესი“
  22. ერნესტ ჰემინგუეი – „მოხუცი და ზღვა“
  23. ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“
  24. სემიუელ ბეკეტი – „გოდოს მოლოდინში“
  25. ჯეკ კერუაკი – „გზაზე“
  26. ფრედერიკ ბეგბედერი – „99 ფრანკი“
  27. მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“
  28. თომას მანი – „ბუდენბროკები“.
EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის