GE


ფინანსური მენეჯმენტის 5 გაკვეთილი ბავშვებისთვის

ფულთან ურთიერთობის სასწავლად, ბავშვებს ფინანსური მენეჯმენტის გაკვეთილები სჭირდებათ და ეს გაკვეთილები მათ მშობლებმა უნდა ჩაუტარონ. პირველი ხუთი გაკვეთილი ვებგვერდმა parents.com გამოაქვეყნა.

  1. ჰკითხეთ 5 წლის ბავშვს, საიდან მოდის ფული. მისი სავარაუდო პასუხები იქნება – „ბანკიდან“, „დედიკოსგან და მამიკოსგან“, „პრეზიდენტისგან“ ან „მდიდრებისგან“. მათ ჯერ კარგად არ ესმით, რომ ამას მუშაობა სჭირდება. ბავშვებს დახმარება სჭირდებათ, გამომუშავების მნიშვნელობა რომ გაიგონ. ამისთვის, ესაუბრეთ სამსახურზე, იმაზე, რომ მუშაობაში უხდიან. შეგიძლიათ, გაითამაშოთ და იგი „დაიქირავოთ“ – გაყიდოს ცხელი შოკოლადი, ან ძველი სათამაშოები, გამოიმშავოს ფული ოთახის დალაგებით.
  2. გადააკეთეთ თქვენი ბავშვის ოთახი მაღაზიად. დააწერეთ ფასები საგნებს, მიეცით სახარჯო ფული და გაითამაშეთ, თითქოს სუპერმარკეტში ხართ, ან სათამაშოების მაღაზიაში. თქვენს შვილს მოუნდება ბევრი რაღაცის ყიდვა, მაგრამ მოუწევს, თქვენი დახმარებით, იანგარიშოს, რამდენი აქვს თანხა და რისი ყიდვა შეუძლია. თუ მას გამყიდველის როლს ათამაშებთ, მათემატიკურ უნარებსაც გააუმჯობესებს.
  3. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეხება ნაღდ ფულთან. თუ მისთვის ნაღდი ფული არ არის ხელმისაწვდომი, მის მართვას ვერ ისწავლის. განუსაზღვრეთ თანხის გარკვეული რაოდენობა, რისი მიღებაც შეუძლია კვირაში – მაგალითად, ერთი ლარი მისი ასაკის თითო წლისთვის. გაითამაშეთ ბანკირის როლი და დადგით ბანკიდან თანხის გატანის სცენა. ჩამოუთვალეთ მიზეზები, რატომ ჯობია, თანხა სრულად არ გაიტანოს და დააგროვოს.
  4. რაში სჭირდება ბავშვს ფული? თავის მოსაწონებლად. იმისთვის, რომ ფულის შეგროვება ისწავლოს, უთხარით, რომ ყოველ შენახულ ერთ ლარზე იგი 50 თეთრს მიიღებს. ასე იგი სამომავლოდ, დაგროვების ჩვევას გამოიმუშავებს. ამასთან, თუ მის ფულს გამჭვირვალე ყულაბაში მოათავსებთ, მას ფულის დაგროვების იდეა უფრო მოეწონება.
  5. აუხსენით თქვენს შვილს განსხვავება სურვილებსა და საჭიროებებს შორის. უთხარით, რომ საჭიროება არის ის, რაც მას სიცოცხლისთვის სჭირდება, მაგალითად, ჰაერი, საკვები, წყალი, თავშესაფარი. სურვილი კი არის ის, რაც მას უბრალოდ, სურს, რომ ჰქონდეს.
EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის